0 Comments

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო

ტრენინგ პორტალი  – trainings.gov.ge,   საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს   კიდევ  ერთი  ინოვაციური პროექტი  გახლავთ,  რომლის  მთავარი მიზანია, გახადოს  განათლებისა და  ცოდნის მიღება  მეტად  ხელმისაწვდომი,  საქართველოში,   რაც შესაძლებელია,    როგორც ონლაინ კურსების  ასევე  ყველა   იმ სასწავლო კურსის  მეშვეობით,  რომელიც  აქვს  გამოცხადებული საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს,  იმ   ლაივ კურსებთან ერთად, რომლებიც ტარდება თბილისის  ტექნოპარკში.  ქვეყნის მასშტაბით ინტერნეტიზაციის მაღალი მაჩვენებლის მიღწევა, კონკურენტუნარიანობის განვითარებისთვის ხარისხიანი და შრომითი ბაზრისთვის დეფიციტური ტრენინგების, მათ შორის ტრენერებისთვის, ხშირი  ჩატარება, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მასტიმულირებელ სხვა აქტივობებთან ერთად,  GITA -ს  ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია.

  საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა და ქვეყნის მასშტაბით მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის განვითარება.

აღნიშნული მიზნების მისაღწევად სააგენტო გეგმავს მოახდინოს საკუთარი ინფრასტრუქტურული მასშტაბირება ინოვაციების და ტექნოლოგიების განსავითარებლად, უზრუნველყოს მძლავრი ინოვაციების კომერციალიზაციის მექანიზმების ფორმირება ქვეყნის ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარების პრიორიტეტების მიხედვით; ხელი შეუწყოს სარისკო კაპიტალის წილის, ასევე კერძო კომპანიების თანამონაწილეობის ზრდას გამოყენებით კვლევებში და ინოვაციების კომერციალიზაციის პროცესში, ჩამოაყალიბოს კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის საჭირო ეფექტური მექანიზმები მათ შორის დისტანციური სწავლების ინსტრუმენტების აქტიური გამდიდრების გზით.

სააგენტო მისიის ეფექტური შესრულების მიზნით პრიორიტეტულ მიმართულებებად განსაზღვრავს ინოვაციებისთვის საჭირო ინფრასტრქტურის განვითარებაში ინვესტირებას, რაც გამოიხატება ტექნოპარკების, ინოვაციების ცენტრებისა და სამრეწველო ლაბორატორიების გახსნაში. ასევე, მუდმივად ზრუნავს ინოვაციების და ტექნოლოგიების კომერციალიზაციის მხარდამჭერი ინსტრუმენტების ფორმირებაზე, რაშიც ვებ პორტალი trainings.gov.ge-ს  როლიც ძალიან  მნიშვნელოვანია.

საკონტაქტო ინფორმაცია

მისამართი: ინოვაციების ქ. #7, ოქროყანა, თბილისი

ტელეფონი: +995 32 2 00 44 82

ელ.ფოსტა: info@gita.gov.ge

Tags: