მსმენელს უნდა შეეეძლოს ინტერენტ რესურსებისა და ელ-ფოსტის გამოყენება.
სტატისტიკის თანახმად, ტურისტების 80% მოგზაურობისთვის საჭირო ინფორმაციას ინტერნეტში ეძებს. ასევე ინტერნეტის საშუალებით ჯავშნის ბილეთებს, განთავსების ობიექტებს, ტრანსპორტს, სამოგზაურო ტურსა თუ გიდის მომსახურებას. შესაბამისად კურსში განხილულია ყველა ის ძირითადი თემა რაც დაგეხმარებათ Booking.com-ის, Airbnb.com-ისა და Tripadvisor.com-ის გამოყენებასა და მოცემულ პლატფორმებზე წარმატების მიღწევაში.
ინტერნეტ გაყიდვების მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდება, სადაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს საძიებო სისტემები თამაშობენ. თუ 2017 წელს 2.3 ტრილიონი დოლარის ღირებულების პროდუქცია გაიყიდა ინტერნეტ მაღაზიებში, 2021 წლისთვის ვარაუდობენ, რომ ეს მაჩვენებელი გაიზრდება 4.8 ტრილიონ დოლარამდე.
მოცემული კურსი დაგეხმარებათ უკეთ გაიცნოთ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ გაყიდვების პლატფორმები: Ebay.com და Etsy.com. თქვენ ასევე გაიგებთ თუ როგორ გახადოთ თქვენი პროდუქცია მარტივად ხელმისაწვდომი ყველაზე ფართო ინტერნეტ ბაზრის მომხმარებელთათვის.
- როგორ უნდა დაარეგისტრიროთ თქვენი სასტუმრო, ბინა, რესტორანი ან თუნდაც მომსახურება საგანგებოდ შექმნილ ვირტუალურ საიტებზე.
- როგორ უნდა მიიზიდოთ მომხმარებელი, როგორ აქციოთ პოტენციური ვიზიტორი სტუმრად…
- კურსის გავლის შემდეგ თქვენ ასევე შეგეძლებათ თქვენი პროდუქციის განთავსება ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ინტერნეტ მაღაზიებში (eBay.com & Etsy.com), იქნება ეს ხელნაკეთი ნივთი, საოჯახო პროდუქტი, აქსესუარები და ნებისმიერი სხვა ტიპის პროდუქცია.
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
60 საათი
ვიდეოლექციებს, ტექსტურ სასწავლო მასალას, პრაქტიკულ დავალებებს და დასკვნით ტესტურ კითხვებს.
![](https://online.trainings.gov.ge/resources/A.Janjgava.png)
ავთანდილ ჯანჯღავა
ვებ დეველოპერი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ვებ დეველოპერი; შპს “იემსი კვადრატის” აღმასრულებელი დირექტორი.