მსმენელი უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევებს და გააჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი.
სასწავლო კურსი მოიცავს პროგრამირების ენის C++ -ის საფუძვლებს. კურსის მსველობისას მსმენელი გაეცნობა C++ ენაში გამოყენებულ სტანდარტულ ტიპებს, მმართველ კონსტრუქციებს, ენაში ჩაშენებულ და სამომხმარებლო ფუნქციებს, სხვადასხვა ტიპის კონტეინერებს, შეცდომების აღმოჩენა/აღმოფხვრა, კლასები, მემკვიდრეობა და სხვა. გაეცნობა მათი გამოყენების შესაძლებლობას საშუალო სირთულის ამოცანის გადასაწყვეტად. ასევე, კოდის ოპტიმიზირების შესაძლებლობებს.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება დასახული ამოცანის გადასაწვეტად სწორად განსაზღვროს საჭირო ცვლადები და შესასრულებელი მოქმედებები. ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიმუშაოს შესაბამისი ალგორითმული გადაწყვეტა C++ ენის სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით. მოახდინოს კოდის გარკვეული ოპტიმიზირება.
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
60 საათი
ვიდეოლექციებს, ტექსტურ სასწავლო მასალას, პრაქტიკულ დავალებებს და ტესტურ კითხვებს.
პაპუნა ქარჩავა
პროფესიით მათემატიკოსი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. სან-დიეგოს ქართულენოვანი პროგრამის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.
E-mail: pqarchava@gmail.com
facebook.com/papuna.qarchava