დაპროგრამების ენა C Sharp

Lifetime
All levels
43 lessons
1 quiz
48 students
კურსზე დაშვების წინაპირობები

სასწავლო კურსის ასათვისებლად აუცილებელია ფლობდეთ საბაზო ცოდნას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში და გაგაჩნდეთ საწყისი ცოდნა მონაცემთა სტრუქტურებსა და ალგორითმებში. სასურველია ფლობდეთ დაპროგრამების ენა C++-თან მუშაობის მინიმალურ გამოცდილებას.

კურსის აღწერა

დაპროგრამების ენა C#-ის კურსი დაგეხმარებათ დაეუფლოთ დაპროგრამების საბაზო ინსტრუმენტებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ შექმნათ ეფექტური პროგრამები სხვადასხვა სახის ამოცანებისთვის. კურსის ფარგლებში შეისწავლით როგორც იმპერატიული, ასევე ობიექტ-ორიენტირებული და ვიზუალური დაპროგრამების ელემენტებს.

კურსის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ
  • Microsoft .NET-ტექნოლოგიის საფუძვლები
  • დაპროგრამების ენა C#-ის საბაზო სინტაქსი, ცვლადები და ტიპები, გამოსახულებები და ოპერატორები
  • მმართველი ოპერატორები (განშტოება, ციკლი, გადამრთველი ოპერატორი)
  • აგრეგატულ მონაცემთა ტიპები (მასივი, სია და სხვა) და მათთან მიმართვის მეთოდები
  • ფუნქციების (მეთოდების) გამოცხადება, განსაზღვრა და გამოძახება, პარამეტრების მართვა.
  • სტრუქტურების და ფაილური ნაკადების მართვა
  • შეცდომებთან მუშაობა
  • ობიექტ-ორიენტირებული დაპროგრამების საფუძვლები (ინკაფსულაცია, თვისებები, მეთოდები, კონსტრუქტორები და დესტრუქტორები)
  • მემკვიდრეობითობა და პოლიმორფიზმი
  • .NET-ის გრაფიკული ბიბლიოთეკების მართვა და გრაფიკული ინტერფეისის საბაზო ელემენტებთან მუშაობა
აუცილებელი ინსტრუმენტები

პერსონალური ან პორტაბელური კომპიუტერი, წინასწარ დაყენებული ოპერაციული სისტემა Windows 10-ით.

კურსის ხანგძლივობა

190 საათი

კურსის ხანგრძლივობა – შეადგენს საერთო დროს, რომელიც საჭიროა საშუალო სტუდენტის მიერ კურსში მოცემული ყველა დავალების დასაძლევად. მაგალითად თუ კურსთან მუშაობისას თქვენ კვირაში 10 საათს გაატარებებთ, თქვენ უნდა შეძლოთ კურსის დამთავრება 6 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 1.5 თვეში. ფაქტობრივი საათი შეიძლება განსხვავდებოდეს.
სასწავლო კურსი მოიცავს

ტექსტურ და გრაფიკულ სასწავლო მასალას, პრაქტიკულ დავალებებს და დასკვნით ტესტურ კითხვებს

დავით გულუა

ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის ცენტრის სისტემური ადმინისტრატორი. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ
უნივერსიტეტის და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პრფესორი.

E-mail: david.gulua@tsu.ge