კურსზე დაშვების წინაპირობები
სასწავლო კურსის ასათვისებლად აუცილებელია ფლობდეთ საბაზო ცოდნას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. სასურველია გავლილი გქონდეთ HTML/HTML5-ის სასწავლო კურსი.
კურსის აღწერა
მოცემული კურსი წარმოგიდგენთ ვებ დიზაინის საფუძვლებს და გასწავლით თუ როგორ გახადოთ თქვენი ვებ გვერდის ინტერფეისი მიმზიდველი და მომხმარებელზე მორგებული.
კურსის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ
- CSS სინტაქსი და მისი გამოყენების წესები
- როგორ გავხადოთ HTML ელემენტები უფრო მიმზიდველი და მომხმარებელზე მორგებული
- როგორ გააუმჯობესოთ თქვენი ვებ გვერდის ინტერფეისი
- როგორ შექმნათ რეაგირებადი ვებ დიზაინი
აუცილებელი ინსტრუმენტები
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
კურსის ხანგძლივობა
10 საათი
კურსის ხანგრძლივობა – შეადგენს საერთო დროს, რომელიც საჭიროა საშუალო სტუდენტის მიერ კურსში მოცემული ყველა დავალების დასაძლევად. მაგალითად თუ კურსთან მუშაობისას თქვენ კვირაში 10 საათს გაატარებებთ, თქვენ უნდა შეძლოთ კურსის დამთავრება 6 კვირის განმავლობაში, დაახლოებით 1.5 თვეში. ფაქტობრივი საათი შეიძლება განსხვავდებოდეს.
სასწავლო კურსი მოიცავს
ტექსტურ და გრაფიკულ სასწავლო მასალას, პრაქტიკულ დავალებებს და დასკვნით ტესტურ კითხვებს
![](https://online.trainings.gov.ge/resources/A.Janjgava.png)
ავთანდილ ჯანჯღავა
ვებ დეველოპერი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ვებ დეველოპერი; შპს “იემსი კვადრატის” აღმასრულებელი დირექტორი.