უნდა შეგეძლოთ ინტერენტის გამოყენება და ფლობდეთ ნებისმიერ ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის ელემენტარულ უნარჩვევებს.
დღეს ნებისმიერი – დიდი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის წარმატებული საქმიანობისთვის გარდაუვალი აუცილებლობაა, ფეხი აუწყოს ბაზრის ტენდენციებს, გამოიყენოს ინფორმაციის მიწოდების ეფექტიანი არხები და ჩანდეს სწორედ იქ, სადაც მისი პოტენციური მომხმარებელი იყრის თავს. ინტერნეტ სივრცეში წარმატების ერთ-ერთ აუცილებელ და უმნიშვნელოვანეს კომპონენტს ვებგვერდი წარმოადგენს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ინტერნეტში განსათავსებელი ინფორმაციისათვის საჭირო სახის მისაცემად ბაზისურ ინსტრუმენტს ჰიპერტექსტური აღწერის ენა (HTML – HyperText Markup Language) წარმოადგენს, რომელიც თავის მხრივ ძალიან მარტივი შესასწავლია. მოცემული კურსის გამოყენებით თქვენ გაეცნობით HTML/HTML5-ის ელემენტებს და მათ ატრიბუტებს, გაეცნობით CSS და JavaScript-ის მარტივ მაგალითებს და გაიგებთ თუ როგორ შექმნათ მარტივი ვებგვერდი. HTML/HTML5-ის სასწავლო კურსი იდეალურია დამწყებთათვის და არ მოითხოვს დიდ კომპიუტერულ უნარჩვევებს.
- როგორ მუშაობს ვებსივრცე
- რა არის HTML, CSS და JavaScript
- HTML/HTML5-ის ძირითადი ელემენტებისა და მათი ატრიბუტების გამოყენება
- რა არის რეაგირებადი დიზაინი
- HTML ფორმების და მათი ელემენტების გამოყენება
- HTML5-ის ახალი ელემენტები
- HTML5 API-ები
- როგორ შევქმნათ მარტივი ვებგვერდი
- როგორ დავაკონვერტიროთ HTML4-ში შექმნილი ვებგვერდი HTML5-ში
- როგორ ჩავაშენოთ გარე სერვისები ჩვენს საიტზე
- როგორ დანერგოთ საუკეთესო პრაქტიკები თქვენს საიტზე
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი
80 საათი
ვიდეოლექციებს, ტექსტურ სასწავლო მასალას, პრაქტიკულ დავალებებს და დასკვნით ტესტურ კითხვებს.
![](https://online.trainings.gov.ge/resources/A.Janjgava.png)
ავთანდილ ჯანჯღავა
ვებ დეველოპერი
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მთავარი ვებ დეველოპერი; შპს “იემსი კვადრატის” აღმასრულებელი დირექტორი.