სასწავლო კურსის ასათვისებლად აუცილებელია ფლობდეთ საბაზო ცოდნას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. სასურველია გაგაჩნდეთ საწყისი ცოდნა მონაცემთა სტრუქტურებსა და დაპროგრამებაში.
სასწავლო კურსი მოიცავს პროგრამირების ენის java-ს საფუძვლებს. კურსის მსვლელობისას მსმენელი გაეცნობა java ენაში გამოყენებულ სტანდარტულ ტიპებს, მმართველ კონსტრუქციებს,სამომხმარებლო ფუნქციებს, სხვადასხვა ტიპის კონტეინერებს, შეცდომების აღმოჩენა/აღმოფხვრის მეთოდებს, კლასებს, მემკვიდრეობას და სხვა. გაეცნობა მათი გამოყენების შესაძლებლობას საშუალო სირთულის ამოცანის გადასაწყვეტად.
სასწავლო კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეეძლება დასახული ამოცანის გადასაწვეტად სწორად განსაზღვროს საჭირო ცვლადები და შესასრულებელი მოქმედებები; ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე შეიმუშაოს შესაბამისი ალგორითმული გადაწყვეტა java ენის სხვადასხვა კონსტრუქციების გამოყენებით.
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი.
55 საათი
ტექსტურ და გრაფიკულ სასწავლო მასალას, პრაქტიკულ დავალებებს და დასკვნით ტესტურ კითხვებს
პაპუნა ქარჩავა
პროფესიით მათემატიკოსი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. სან-დიეგოს ქართულენოვანი პროგრამის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.
E-mail: pqarchava@gmail.com
facebook.com/papuna.qarchava