სასწავლო კურსის ასათვისებლად აუცილებელია ფლობდეთ საბაზო ცოდნას ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. სასურველია გაგაჩნდეთ საწყისი ცოდნა მონაცემთა სტრუქტურებსა და დაპროგრამებაში.
მონაცემთა ბაზების კურსი დაგეხმარებათ დაეუფლოთ რელაციურ მონაცემთა ბაზებთან სამუშაო SQL-ენის ძირითად ფუნქციებს, რომელთა დახმარებითაც შეძლებთ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზების აგებას და მართვას.
- მონაცემთა ბაზის სტრუქტურა და ამოცანები
- მონაცემთა ბაზებთან მიმართვის ენა SQL-ის DDL და DML-ბრძანებები
- ცხრილებთან და სქემებთან მუშაობის ძირითადი ინსტრუმენტები
- ფუნქციები და მულტიცხრილური ოპერაციები
- ტრანზაქციათა მართვა
- ტრიგერები და შენახული პროცედურები
- მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ძირითადი ოპერაციები
პერსონალური ან პორტაბელური კომპიუტერი (ნოუტბუქი), წინასწარ დაყენებული ოპერაციული სისტემა Windows 10-ით.
20 საათი და 30 წუთი
ტექსტურ და გრაფიკულ სასწავლო მასალას, პრაქტიკულ დავალებებს და დასკვნით ტესტურ კითხვებს
დავით გულუა
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების მართვის ცენტრის სისტემური ადმინისტრატორი. ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ნიუ ვიჟენ
უნივერსიტეტის და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პრფესორი.
E-mail: david.gulua@tsu.ge
https://www.facebook.com/funtik.funtikovich