მსმენელები უნდა ფლობდნენ კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო უნარ-ჩვევებს და გაჩნდეს ლოგიკური აზროვნების უნარი.
წინამდებარე კურსი გათვლილია იმ მსმენელებისთვის, რომელთაც არ ქონიათ მცდელობა დამოუკიდებლად შეესწავლათ პროგრმირების რომელიმე ენა ან აქვთ სურვილი გაიღრმავონ საკუთარი ცოდნა Python ენაზე პროგრამირების შესწავლით. კურსის მსვლელობისას მსმენელი დაეუფლება Python პროგრამირების ენის საფუძვლებს, ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების საფუძვლებს და მარტივი სამომხმარებლო ინტერფეისის შემუშავების საფუძვლებს.
კურსი იწყება Python ენის შექმნის და მისი განვითარების მოკლე აღწერით. განხილულია Python ენაში გამოყენებული ძირითადი ტიპები. ასევე, მოყვანილია ძირითადი მმართველი კონსტრუქციები, ფუნქციები, მონაცემთა კონტეინერები და ა.შ., რომელთა გამოყენების გარეშე წარმოუდგენელია კოდის წერის პროცესი.
შემდეგ მოდულში განვიხილავთ „ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას“. განხილულია ისეთი ცნებები როგორიცაა კლასი, მემკვიდრეობა, პოლიმორფიზმი, განსაკუთრებული შემთხვევის დამუშავება მოდულები და ა.შ.
კურსის ბოლოს შეისწავლით სამომხმარებლო ინტერფეისს. განხილულია ორი მოდული tkinter და pyqt გამოყენებით გრაფიკული ინტერფეისის შემუშავების გზები. ასევე, qt designer-ის გამოყენებით გრაფიკული ინტერფეისის ვიზუალური შემუშავების შესაძლებლობა.
- Python ენის მონაცემთა ტიპებთან მუშაობა
- Python ენის სტანდარტული ფუნქციები მუშაობა
- საკუთარი ფუნქციების შექმნა და მათი გამოყენება კოდში
- სწორად განსაზღვროთ დასახული ამოცანის გადაწყვეტისათვის შესაბამისი ობიექტები
- შექმნათ საკუთარი კლასი
- სწორად განსაზღვროთ კლასის ველები და მეთოდები, გამოიყენოთ კლასი საკუთარ პროგრამაში
- წარმოქმნათ მემკვიდრე კლასები
- ამოცანის შესაბამისად გამოიყენეოთ სხვადასხვა სახის კოლექციები
- მოახდინოთ განსაკუთრებული შემთხვევის დამუშავება
- შექმნათ მარტივი სამომხმარებლო ინტერფეისი tkinter და pyqt მოდულის მეშვეობით
ინტერნეტში ჩართული კომპიუტერი. დამოუკიდებული მუშაობისთვის მსმენელს დასჭირდება კომპიუტერი, რომელზეც დაყენებული იქნება Python ენის ინტერპრეტატორი. დამატებით შესაძლებელია რომელიმე ტექსტური რედაქტორი (მაგალითად, Visual Studio Code, notepad++ ან სხვა) და რომელიმე პროგრამული პაკეტი (მაგალითად, Anaconda, PyCharm ან სხვა).
58 საათი
ვიდეო ლექციებს, პრაქტიკულ დავალებებს, ტექსტურ სასწავლო მასალას, ტესტებს.
პაპუნა ქარჩავა
პროფესიით მათემატიკოსი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა მიმართულების ასისტენტ-პროფესორი. სან-დიეგოს ქართულენოვანი პროგრამის მოწვეული ასოცირებული პროფესორი.
E-mail: pqarchava@gmail.com
facebook.com/papuna.qarchava